logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას დავიწყებთ, მასობრივი წარმოება კი, მომავალი წლიდან დაიწყება
- +

14 ნოემბერი. 2022. 14:43

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ვერსიას მოამზადებს, რომლის მასობრივი წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება. აღნიშნულის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესში“ ისაუბრა.

 

„უკვე მოვახდენთ საავანსო ანგარიშსწორებას და დავიწყებთ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას, რაც შეეხება მასობრივ წარმოებას, მომავალი წლიდან დაიწყება“, - აღნიშნა მან. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, „დელტა-ვებე“ დააფუძნეს ტექნოლოგიის სპეციალისტებმა, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებზე არიან ორიენტირებულნი. მან აღნიშნა, რომ ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო გეგმის მიხედვით ვითარდება. უპილოტო საფრენი აპარატების ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ კომპანიას - „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.

 

 

big_banner
არქივი