logo_geo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
- +

20 ნოემბერი. 2022. 12:35

 

 

მადრიდში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ორმხრივი შეხვედრები გამართა.

 

დელეგაციის წევრები შეხვდნენ შვედეთის, ფინეთის, თურქეთის და ესტონეთის წარმომადგენლებს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე.

 

შეხვედრებზე საუბარი რეგიონალურ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, რუსულ ოკუპაციას და ოკუპაციის თანმდევ პროცესებს, საქართველოს წინაშე არსებულ კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეეხო.

 

ქართულმა მხარემ შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს NATO-ში გაწევრების აუცილებლობა და  ამ გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებაზე,  მნიშვნელობაზე და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის,  უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის შესაძლებლობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

დელეგაციისხელმძღვანელის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხების გარემოს გათვალისწინებით, პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ საქართველოს NATO-ში გაწევრების მნიშვნელობას, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

 

„NATO-ს მოკავშირეებს შეუძლიათ გაბედული გადაწყვეტილების მიღება, თუ არსებობს ამის პოლიტიკური ნება.   ეს ჩვენთვის ძალიან კარგი სიგნალია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრებაც შესაძლებელია დაჩქარებული წესით. ეს არის ის, რასაც ჩვენ მოუთმენლად ველით. ჩვენ და საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ღიებულებებზე დაფუძნებული არჩევანიც არის ალიანსში გაწევრება. ვისაუბრეთ საქართველოს მნისვნელობაზე NATO-სთვის, როდესაც რეგიონში არის მომეტებული საფრთხეები. ის, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და გამოცდილებაც წვლილი  შ ეიტანოს ევროატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებაში, რომელსაც დღესაც აკეთებს მომეტებული საფრთხეების ფონზე. როდესაც ჩვენი პარტნიორები მიისწრაფვიან ენერგო--რესურსების მიწოდების გზების მიწოდების დივერსიფიკაციისკენ, დაკავშირების გაძლიერებისკენ დასავლეთს და აღმოსვლეთს შორის, ეს კიდევ უფრო ზრდის NATO-ს წევრი საქართველოს მნიშვნელობას.

 

პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დ ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღგვითქვეს მხარდაჭერა რომ გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ყველა ფორმატში და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციებში“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს  ორ ქეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების და განმტკიცების შესაძლებლობები,  მათ შორის, საპარლამნტო დონეზე და ვიზიტების გაცვლის მნიშნელობაზე ისაუბრეს.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

 

 

big_banner
არქივი