logo_geo
გიორგი ამილახვარი ტუშის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა
- +

22 ნოემბერი. 2022. 17:24

 

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ტუშის უნივერსიტეტის რექტორს სტეფანო უბერტინის შეხვდა.

 

გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

 

განიხილეს იტალიის უნივერისტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის გაფართოებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები.

 

„შეხვედრაზე განვიხილეთ ტუშის უნივერსიტეტის ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. მათი აქვთ მზაობა, რომ საქართველოში  დანერგონ ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამები. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, ვიმსჯელეთ  თუ როგორ შეიძლება  მხარი დავუჭიროთ მათ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უფრო აქტიურად დამკვიდრებისთვის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

შეხვედრას  განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი დავით ზილფიმიანი ესწრებოდა.

 

 

big_banner
არქივი