logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა
- +

22 ნოემბერი. 2022. 22:28

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა.

დაფა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, თავდაცვის ძალების მეთაურმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალები თავდაცვის ძალების გამორჩეულ ქვედანაყოფს წარმოადგენს, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ასევე მიღებული აქვს ღირსეული მონაწილეობა მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციებში.

დღესვე საფუძველი ჩაეყარა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას. შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს. პრემიერს განცხადებით, მუხროვანის ბაზაზე, აშენდება თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი და სრულყოფილი ბაზა, რომელიც სრულად შესაბამისი იქნება ნატოს სტანდარტებთან.

big_banner
არქივი