logo_geo
კოსტიუმი, რომელიც მერილინ მონროს ქორწილში ეცვა, აუქციონზე გაიყიდება
- +

24 ნოემბერი. 2022. 23:25

 

 

ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, მერილინ მონროს საქორწილო კოსტიუმი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

 

თეთრი ბეწვის საყელოს მქონე ყავისფერი კოსტიუმი-ორეული, რომელიც ქურთუკისა და ქვედაბოლოსგან შედგება, მერილინს 1954 წლის იანვარში, ბეისბოლის მოთამაშე ჯო დი მაჯიოსთან ქორწილში ეცვა, აუქციონ Gotta Have Rock and Roll-ზე გაიყიდება. ლოტის სასტარტო ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია.

 

აღსანიშნავია, რომ მსახიობმა კოსტიუმი ნიუ-იორკში ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდა, ქორწილის შემდეგ კი პირადი ფოტოგრაფის, მილტონ გრინის სიდედრს აჩუქა.

 

 

big_banner
არქივი