logo_geo
დავით მათიკაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ ესაუბრა
- +

25 ნოემბერი. 2022. 14:58

 

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი  სტუდენტური პარლამენტის წევრებს  შეხვდა და ევროკავშირის 12 - პუნქტიან გეგმაზე  და  საქართველოს ევროპული არჩევანის პერსპექტივებზე და ისტორიულ ფაქტებზე ესაუბრა.

 

დავით მათიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, ნატოსთან ურთიერთობაზე და 12 - პუნქტიანი გეგმის  რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პარლამენტის საქმიანობაზე.

 

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების უფრო მეტად ამაღლებას, თუ რატომ კეთდება  ცივილიზაციური არჩევანი ევროპის სასარგებლოდ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი