logo_geo
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს
- +

25 ნოემბერი. 2022. 16:53

 

 

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. რექტორის პოსტი მხატვარმა, პროფესორმა ყარამან ქუთათელაძემ დაიკავა, ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კი ლალი თარიმანიშვილი გახდა.

 

სამხატვრო აკადემიის რექტორი და კანცლერი დღეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ოფიციალურად წარადგინა. არჩევნები მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩატარდა.

 

რექტორის კანდიდატურა კონკურსით შეირჩა და აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიით შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით ყარამან ქუთათელაძე აირჩია.

 

 

big_banner
არქივი