logo_geo
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია პორტუგალიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

26 ნოემბერი. 2022. 20:01

 

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი, გივი მიქანაძე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში დაგეგმილი „ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის“ (BET) გახსნას დაესწრო და ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

RDYE პროექტის ფარგლებში, რიგით მეორე ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამა 26 ნოემბრიდან – 3 დეკემბრის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება, სადაც სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის 7 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი 25 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

BET პროგრამის დასასრულს, მონაწილეები ბიზნეს გეგმებს მოამზადებენ და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.

RDYE პროექტის ფარგლებში, მსგავს ინტენსიურ ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამას საერთო ჯამში, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი 200-მდე ახალგაზრდა გაივლის, რომელთაგან, სულ მცირე 50 ახალგაზრდა მეწარმე შეძლებს საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად ფინანსური მხარდაჭერის მიღებას.

პროექტი "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს. RDYE პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps ახორციელებს, ხოლო პროექტის მხარდამჭერები ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია.

სასწავლო პროგრამის გახსნაში მონაწილეობა ასევე მიიღო და ტრენინგის მონაწილეებს მიმართა RDYE პროექტის დირექტორმა უჩა ვარამაშვილმა.

big_banner
არქივი