logo_geo
ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა
- +

26 ნოემბერი. 2022. 23:25

 

ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის, - ამის შესახებ ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ნონა გაფრინდაშვილი ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში.

„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფედერაციის ინფორმაციით, სენიორთაშორის ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ პირველობა გაინაწილა 50+ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა შორის. მათივე ცნობით, დამატებითი მაჩვენებლების გამო სოფოს ვერცხლის მედალი ერგო.

თუმცა, აღსანიშნავია რომ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო და უძლიერესს მეტოქეებთან უწევდა ასპარეზობა“, - აღნიშნულია ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციაში.

big_banner
არქივი