logo_geo
თამარ გაბუნია: ჰოსპიტალური საწოლფონდის პრობლემა არ გვაქვს
- +

27 ნოემბერი. 2022. 00:50

 

ჩვენთვის დღეს ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, იყოს მზად პირველად ჯანდაცვის ქსელი - ოჯახის ექიმები, რადგან პირველი სიმძიმე და დარტყმა ასეთ დროს მოდის ოჯახის ექიმებზე , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ოჯახის ექიმები მზად არიან. დღეს უკვე მოქმედებს ოჯახის ექიმის ონლაინ კონსულტაციის სისტემა, რომელსაც კოვიდამდე, გრიპების დროს ვიყენებდით. პაციენტის, გრიპის სიმპტომებით შეუძლია გაიაროს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან და ის შეაფასებს მის რისკებს, რამდენად შეიძლება გართულდეს. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, ჰოსპიტალური საწოლფონდის პრობლემა არ გვაქვს. თუ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცი მძიმე შემთხვევაში, ამას უზრუნველვყოფთ. დღესაც ხდება გარკვეული შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, თუკი ეს საყურადღებოა. დაყოვნების ვადა ხანმოკლეა: 2-3 დღე, როდესაც სტაბილიზდება მდგომარეობა, უმჯობესია პაციენტი ბინაზე იყოს. ამდენად, ამ მხრივ გართულებას ნამდვილად არ მოველით, მით უმეტეს, რომ პირველადი ჯანდაცვა ბინაზეც განახორცელებს ვიზიტებს“, - განაცხადა გაბუნიამ

big_banner
არქივი