logo_geo
კოკა კაციტაძე საქართველოში ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

29 ნოემბერი. 2022. 00:52

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ მოადგილეებთან, გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ბელგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან მიშელ პიტერმანსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, განსახორციელებელ რეფორმებსა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და ბელგიის პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედ კომიტეტს (Standing Committee P) შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებასა და მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებას.

ბელგიის პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტი (Standing Committee P) - პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი და ნეიტრალური ორგანოა, რომელიც ბელგიის პოლიციის საქმიანობას უწევს მონიტორინგს.

კოკა კაციტაძემ მიშელ პიტერმანს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ნათია ფირაშვილი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ქუთათელაძე ესწრებოდნენ.

big_banner
არქივი