logo_geo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ ადამიანის სიცოცხლის უფლებზე ისაუბროთ
- +

29 ნოემბერი. 2022. 14:08

 

 

 

„9 წლის განმავლობაში თქვენ გაქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული და დღეს საუბრობთ სიცოცხლის უფლებაზე. შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულები, რომლებმაც   ასეულობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თქვენ საერთოდ მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებზე ისაუბროთ“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციების მოწყობას ცდილობს.

 

„ვერცერთი თქვენგანი ვერ საუბრობს დიაგნოზზე და ვერ ამბობთ ემორჩილება თუ არა  მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებას  და ინსტრუქციებს.  ასეთ პირობებში ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. ვერ არიეთ ეს ქვეყანა. დააანონსეთ ცხელი შემოდგომა. არაფერი სიცხელის არ ეტყობოდა ამ შემოდგომას და ისევ მიუბრუნდით თქვენს ბოლო იმედს. ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი გათავისუფლება.  სინამდვილეში რისთვისაც გინდათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ის, რომ არიოთ ვითარება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩამოიყვანეთ ის საქართველოში. მაშინ ვერ მიაღწიეთ ამას და ახლა გინდათ ხელახლა სცადოთ იგივე, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, სცადოთ ქვეყნის არევა. ამის საშუალებას ბუნებრივია არ მოგცემთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი