logo_geo
თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად დუბაიში გაემგზავრა
- +

30 ნოემბერი. 2022. 10:36

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობისთვის დუბაიში გაემგზავრა. თავდაცვის ძალების შვიდკაცა რაგბის გუნდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა გააცილეს და მორაგბეებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

 

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული შვიდკაცა რაგბის გუნდი ტურნირისთვის მზადებას მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გადიოდა. დუბაიში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში 32 ქვეყნის 230 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. ტურნირი გაერთიანებულ საამიროებში 1 დეკემბერს დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი