logo_geo
დღეს შალვა პაპუაშვილი ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდება
- +

30 ნოემბერი. 2022. 11:24

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

 

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა დაგეგმილია ასევე ბუნდესტაგის კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებთან.

 

შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესტაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.

 

 

big_banner
არქივი