logo_geo
კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა NATO-ს კიბერთავდაცვის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
- +

30 ნოემბერი. 2022. 17:42

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა NATO-ს კიბერთავდაცვის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. „Cyber Coalition 2022“ მსოფლიოში კიბერსფეროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლებაა, რომელიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან ათასამდე მონაწილეს აერთიანებს. ხუთდღიანი კიბერსწავლება რეალურ გარემოში სხვადასხვა სცენარების სიმულირებასა და მათზე რეაგირების ალგორითმის შემუშავებას მოიცავს. სწავლება მიზნად ისახავს ქსელების დაცვისა და კიბერსივრცეში ერთობლივი მუშაობის უნარების გაძლიერებას, ასევე პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.

 

 

big_banner
არქივი