logo_geo
რატი ბრეგაძე: ვინმეს ჯანმრთელობაზე საუბარი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არ არიან ექიმები და არ აქვთ სათანადო სამედიცინო მტკიცებულებები, სხვა თუ არაფერი მარჩიელობაა
- +

30 ნოემბერი. 2022. 23:28

 

მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური მონაცემი და გარდა ამისა, არც რაიმე განსაკუთრებული ხასიათის კომპეტენცია გამაჩნია სამედიცინო სფეროში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როდესაც ამ საკითხზე [მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა] საუბრობენ პოლიტიკოსები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნორმალურ ვითარებაში კარდიოლოგი არ ჩაერევა ნევროლოგის საქმიანობაში, ასევე ყბა-სახის ქირურგი არ ჩაატარებს მენისკის ოპერაციას. თუკი გინდა, რომ კონკრეტული სამედიცინო მოქმედებების შესრულების უფლება გქონდეს, საკმაოდ დიდხანს უნდა ისწავლო, გაიარო ორდინატურა და ა.შ. ეს არის საუბარი აღქმების დონეზე და შეიძლება ითქვას, რომ ხალხისგან საუბარი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, არ არიან ექიმები, საუბარი ვინმეს ჯანმრთელობაზე და მითუმეტეს შეფასებების გაკეთება სათანადო სამედიცინო მტკიცებულებების გარეშე არის სხვა არაფერი თუ არა ყავაზე მკითხაობა და მარჩიელობა“, - აღნიშნავს ბრეგაძე.

big_banner
არქივი