logo_geo
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, მასზრე ზრუნავს სამედიცინო პერსონალი და უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც მას ესჭიროება
- +

30 ნოემბერი. 2022. 23:30

 

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. მასზრე ზრუნავს სამედიცინო პერსონალი და უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც მას ესჭიროება. სხვა სახის კომენტარი ჩემგან მინიმუმ ეთიკური არ იქნება, რადგან საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ექიმების წინააღმდეგ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია იხილა.

მე სხვებს მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, თუმცა საუბრობს ყველა, ვისაც ეს საკითხი არ ეხება. არა მხოლოდ მსგავსი ტიპის საუბარია, არამედ, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვიხილეთ, მაგალითად ექიმების წინააღმდეგ და სხვადასხვა ეთერში ჩვენ ვხედავდით როგორ ლანძღავდნენ ამ ექიმებს, მაგრამ ვფიქრობ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ექიმებს, რომლებიც მიუხედავად ამდენი შეურაცხყოფისა და ხელშეშლისა, ასრულებენ თავის მოვალეობას. თუკი ვინმეს გააჩნია სამართლიანი პრეტენზია ექიმების მიმართ, ამისთვის არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო და მათ შორის პაციენტის უფლებების შესახებ კანონშიც და მთელ რიგ სხვა საკანონმდებლო აქტებში გაწერილია პროცედურები, თუ როფორ უნდა იმოქმედოს დაინტერესებულმა პირმა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

big_banner
არქივი