logo_geo
რატი ბრეგაძე: ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით მაქსიმუმს, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს რეალიზებული
- +

30 ნოემბერი. 2022. 23:37

 

ეს შეთავაზება გაკეთდა სწორედ იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლითაც ვეკიდებით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყებას არ აქვს კონკრეტული მოლოდინი შეთავაზებასთან დაკავშირებით, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე სახის შეთავაზებას აჟღერებენ, ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებულ და მთელ რიგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავ პასუხებსაც იღებენ. ამის მაგალითად მან „ვივამედში“ გადაყვანის ეპიზოდი მოიყვანა.

ამიტომ ჩვენ რაიმე სახის კონკრეტულ მოლოდინებზე და ლოგიკურ შედეგებზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან ეს შეთავაზება გაკეთდა სწორედ იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლითაც ვეკიდებით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით მაქსიმუმს, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს მაქსიმალურად რეალიზებული“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე დასძინა, რომ სააკაშვილზე პროფესიული, მაღალკვალიფიციური მედპერსონალი ზრუნავს, უცხოელი ექიმების ჩამოყვანა კი მას იმიტომ შესთავაზეს, რომ ბოლო დროს ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ თითქოს ეს მკურნალობა არასაკმარისია.

big_banner
არქივი