logo_geo
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის დეპუტატსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხსენებელს შეხვდა
- +

1 დეკემბერი. 2022. 10:07

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის დეპუტატსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხსენებელს, ნილს შმიდს შეხვდა. 

 

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. 

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის საპარლამენტო კავშირებისა და პარტიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 

 

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მის მძიმე შედეგებს. 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

 

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი,  ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე  შედიან.

 

 

big_banner
არქივი