logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

2 დეკემბერი. 2022. 10:24

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო. ბატონმა ნუგზარმა არაერთი დაუვიწყარი როლით შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში.

 

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

 

 

 

big_banner
არქივი