logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: პანიკას თესავენ, თითქოს ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება და შიშის ატმოსფეროს ქმნიან - ეს ვირუსები ყოველთვის იყო
- +

2 დეკემბერი. 2022. 19:38

 

კლინიკები გადატვირთულია, სეზონური ვირუსული ინფექციები ფართოდგავრცელებულია, თუმცა ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია, მაგრამ არ არის სწორი ის ინტერპრეტაცია რომელსაც აკეთებენ, რომ კატასტროფა ხდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

„პანიკას თესავენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება და შიშის ატმოსფეროს ქმნიან. ეს ვირუსები ყოველთვის იყოს, მე სპეციალურად ვადევნებ თვალ-ყურს დინამიკას და დღევანდელი რაოდენობა ამ ვირუსების არის ბოლო ათწლეულის საშუალო ციფრებზე, ასე იყო ყოველთვის წინა წლებში. წელს პიკს დეკემბერში ველოდებით“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

big_banner
არქივი