logo_geo
ავთანდილ ცინცაძე: შესაძლებლობები უსაზღვროა, ერთად ყველაფერი შესაძლებელია
- +

2 დეკემბერი. 2022. 21:50

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და თოჯინების გამოფენა დაათვალიერა.

როგორც ავთანდილ ცინცაძემ აღნიშნა, შესაძლებლობები უსაზღვროა და ამის ნათელი მაგალითი სწორედ ეს ბავშვები არიან.

„3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. შესაძლებლობები უსაზღვროა და ამის ნათელი მაგალითი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ჩვენი პატარა ნიჭიერი მეგობრების ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და თოჯინების გამოფენა დავათვალიერე. დავესწარი სპორტული კვირეულის დახურვის ცერემონიალს და გამარჯვებულ ბავშვებს სკოლის დირექტორ ქალბატონ ნინო მეტრეველთან ერთად მივულოცე წარმატებები. ამაყი ვარ თითოეული მათგანით, მათი წარმატებით. ამ ბავშვებში უამრავი ნიჭი და შესაძლებლობაა თავმოყრილი - ცეკვავენ, მღერიან, ხატავენ, ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს, თოჯინების თეატრს, სპორტის რამდენიმე სახეობაში აქვთ უამრავი წარმატება. ეს ბავშვები არიან მაგალითი ყველასთვის, თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას გამოწვევების მიუხედავად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს. ამ ადამიანების საერთო ძალისხმევა, ბავშვების გვერდში დგომა და დაუღალავი შრომა მნიშვნელოვანია. ერთად ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

big_banner
არქივი