logo_geo
უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- +

3 დეკემბერი. 2022. 20:41

 

 

დღეს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს არკვევს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დღეს საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია.

 

ოკუპანტები რომ ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის ხელში ჩაგდებას გეგმავენ, ეს ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დილიდან გაავრცელა. ბახმუტი დონეცკის რეგიონის და დონბასის სტრატეგიული წერტილია.

 

 

big_banner
არქივი