„როდესავ პაციენტს ჭარბი წონა აქვს, არ ნიშნავს ეს, რომ პირდაპირ უნდა მივმართოთ ბარიატრიას. როცა ჭარბი წონა გადადის ავადმყოფურ, პათოლოგიურ სიმსუქნეში, სწორედ მაშინ ხდება ბარიარტრიული ოპერაციის ჩატარება“, - ამის შესახებ ქირურგმა კახაბერ ხაჭაპურიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპერაციისთვის პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჩვენება.
„ან სხეულის მასის ინდექსი 40-ზე ზემოთ უნდა იყოს, ან შეიძლება დაბალიც იყოს, მაგრამ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ჩივილები“, - ამბობს ხაჭაპურიძე.