logo_geo
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯაბა სამუშიას წიგნების „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ და „საისტორიო ძიებანი“ პრეზენტაცია გაიმართა.
- +

22 დეკემბერი. 2022. 22:43

 

 

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯაბა სამუშიას წიგნების „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ და „საისტორიო ძიებანი“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის წიგნების პრეზენტაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრები, თსუ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

„ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ გამომცემლობა პალიტრა L-მა, ხოლო „საისტორიო ძიებანი“ ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა. წიგნებში განხილულია საქართველოს ისტორიის ისეთი საკითხები, როგორებიც არის შუა საუკუნეების პრობლემები, ისტორიოგრაფიის, ისტორიული გეოგრაფიის, მედიცინის ისტორიის საკითხები. ცალკე ეთმობა რამდენიმე სტატია უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან პრობლემებსაც. წიგნები განკუთვნილია მკითხველთა ფართო ფენისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი