logo_geo
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე რუსთავში, ,,ქართული ხმები“ და ჯგუფი „რეგიონი“ იმღერებენ
- +

24 დეკემბერი. 2022. 16:51

 

 

 

რუსთავის საახალწლო სოფელი, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი რუსთაველებს შობის წინა დღეს 6 იანვარს ელოდებათ.

 

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის ,,ქართული ხმები“ და ჯგუფი ,,რეგიონი“ იმღერებენ.

 

6 იანვარს, რუსთავის ,,საახალწლო სოფელი", სტუმრებს საბავშვო-გასართობი ღონისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15.00. საათიდან დაელოდება.

 

სადღესასწაულოდ მორთული რუსთავი, წელს განსაკუთრებით ლამაზია. საახალწლო ილუმინაციებით განათებულია ცენტრალური ქუჩები და შიდასაუბნო სივრცეები. დღეს საღამოს, ,,საახალწლო ზღაპრით" ბავშვებს მშვიდობის სკვერი უმასპინძლებს, სადაც საბავშვო სპექტაკლი 18.00. საათზე დაიწყება. 18.00 საათიდანვე ცოცხალი მუსიკით სტუმრებს ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი ,,საახალწლო სოფელიც" ელოდება. 20.00. საათზე, რუსთავის საახალწლო სცენას ჯაზ ორკესტრი დაიკავებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი