logo_geo
გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
- +

25 დეკემბერი. 2022. 12:14

 

 

გორში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეით ბრიგადაში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. ამჯერად, სამხედრო ქვედანაყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ახლად გახსნილი ყაზარმა და თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაცნობა იყო, რადგან მათ სამხედრო გაკვეთილებზე თეორიულად შესწავლილი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, უშუალოდ სამხედრო ბაზაზე იხილეს. მოსწავლეების ღია კარის დღე „ჯარისკაცის ულუფის“ დაგემოვნებით დასრულდა.

 

ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობადობის ამაღლება და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

 

 

big_banner
არქივი