logo_geo
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე აინთო და საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დაესწრო. მან ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
- +

25 დეკემბერი. 2022. 23:05
 
 
 
 
"მოგესალმებით ყველას. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს აქ შეიკრიბეთ ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად. დღეიდან, 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე შესაძლებელია აქ მობრძანდეთ, სადაც გელოდებათ საინტერესო მუსიკალური წარმოდგენები და კულტურული ღონისძიებები. დღეს კი, თქვენ ერთად, ჩვენი ქალაქის ნაძვის ხეს ავანთებთ და რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება. 
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!
 
 
ღონისძიებაზე მსმენელის წინაში წარდგნენ რანინა და ზვიად ბოლქვაძე ბენდთან ერთად. დღესვე გაიხსნა „საახალწლო ეზო“ და გამოფენები. ბათუმის ქუჩები კი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
 
 
საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც  სხვადასხვა კულტურული და საბავშვო ღონისძიება, მუსიკალური წარმოდგენები და გასართობი პროგრამები გელოდებათ. ხოლო 30 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმის ქუჩებსა და უბნებში საახალწლო ქარავანი დაიძვრება. რაც შეეხება გალა კონცერტებს, ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამესა და 7 იანვარს  გაიმართება.
 
 
 
 
 
 
big_banner
არქივი