logo_geo
თელავის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
- +

30 დეკემბერი. 2022. 10:41

 

 

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, დამწვარია სახლის ძირითადი ნაწილიც. შემთხვევა გამთენიისას სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.

 

ადგილობრივების თქმით, ხმიადაშვილების სახლს ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა, რა დროსაც სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

 

თავდაპირველად, ყველა მათგანმა დატოვა შენობა, თუმცა ერთ-ერთი უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

 

„სახლს ეკიდა ცეცხლი და გამოვიძახეთ სახანძრო. ისე სწრაფად გავრცელდა, წამებში. სახლში სამი ადამიანი იყო, გამოვიდნენ, მაგრამ ეს ბიჭი ისევ შებრუნდა და ვეღარ შეძლო გამოსვლა. არ ვიცით, რა მოხდა. ალბათ, გაიგუდა“, - ამბობენ ადგილობრივები.

 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

 

 

big_banner
არქივი