logo_geo
ახალი წლისა და შობის ღამეს, 03:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- +

30 დეკემბერი. 2022. 11:29

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და შვიდ იანვარს, ღამის სამ საათამდე მოემსახურება მგზავრებს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

მისივე თქმით, გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

 

 

big_banner
არქივი