logo_geo
როგორ მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი თბილისსა და რეგიონებში
- +

31 დეკემბერი. 2022. 11:37

 

 

თბილისში წელს საახალწლო ღონისძიებები სამ ლოკაციაზე გაიმართება. თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში არა ერთი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებაა დაგეგმილი. პატარების განწყობაზე ანიმატორები დილიდან ზრუნავენ.

 

ამასთან, „ევროპის მოედანზე“ საახალწლო გალა კონცერტისთვის ემზადებიან. ორსაათიანი მუსიკალური პროგრამა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება და ორ საათამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ორკესტრები და მომღერლები. ასევე ერთ-ერთი გამომსვლელი, ცნობილი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი იქნება. სცენიდან სტუმრებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც მიმართავს.

 

ასევე, საახალწლო კონცერტი გაიმართება ქუთაისში, სადაც უკვე დიდი სამზადისია.

 

ახალი წლის დღეების აღსანიშნავად ემზადება თელავი. იქ ღონისძიებები რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. პროგრამის მიხედვით ქალაქის ცენტრში მოეწყობა საშობაო სოფელი და საბავშვო სივრცე.

 

 

big_banner
არქივი