logo_geo
გელა ზედელაშვილი: 2012 წლის ბოლომდე ის ჯერ დიტო ჩუბინიძის „ჩიტი" იყო, შემდეგ - ჩემი!
- +

6 ივნისი. 2017. 22:34


 

„რაკი ე.წ. ჟურნალისტმა ერთხელ შეტოპა სიბინძურეში, უკან ვეღარ გამოვა. რომც შეეძლოს გამოსვლა, თავად კილაძეს მაინც არ გააჩნია ამის სურვილი. ისეთი ადამიანები, როგორიც ელისო, იგივე ელისტრახო კილაძეა, ცხოვრებას აუცილებლად ამთავრებენ ნეხვში!" - ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა „რეპორტიორთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ეს ქალი ძალიან მეცოდება... ჯერ იმიტომ მეცოდება, რომ შვილი დაუპატიმრეს. რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, დედისთვის მაინც მწარეა. ამ მხრივ ნამდვილად ვიზიარებ მის მწუხარებას. რა იყო, რა მოხდა, რა ჩაიდინა, ამას გამოძიება და სასამართლო გაარკვევს. რაც შეეხება კილაძის ე.წ. მოღვაწეობას, შენ გგონია, სულ ეგეთი ბოროტი მოვლენა იყო? მოდი, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ:  2012 წლის ბოლომდე ის ჯერ დიტო ჩუბინიძის „ჩიტი" იყო, შემდეგ - ჩემი.

 

არ დაგიმალავთ, ძირითადად, მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს მისივე სახელით ვაქვეყნებდით, მაგრამ ინკოგნიტო წყაროს სახელითაც არაერთხელ გამოგვიქვეყნებია... აი, აქ უკვე მეც მეცინება „ნაციონალებზე", ასეთ წარმონაქმნს ჭკუას რომ ეკითხებიან და თან „რუსთავი 2"-ით აპიარებენ. საკმარისია, ელისტრახომ რამე სისულელე გაარაკუნოს, კობაიე ხაბაზი ეგრევე მიარბენინებს და „თავისუფალი ზონის" საიტზე აქვეყნებს, თითქოს ერთმა გაყიდულმა დედაკაცმა კი არა, სოკრატემ იქადაგა მის ბაგეთაგან! ", - აღნიშნა ზედელაშვილმა. 


 

big_banner
არქივი