logo_geo
მზია შარაშენიძე: ვთხოვთ ზოოპარკის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს, ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, რადგან ეს დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის
- +

31 დეკემბერი. 2022. 15:00

 

 

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკას ადამიანები აქტიურად იყენებენ, შესაბამისად, იზრდება, ასაფეთქებელი საშუალებებით, ჯანმრთელობის და სხეულის დაზიანების ფაქტები. პიროტექნიკის გამოყენება ასევე საფრთხისშემცველია ცხოველებისა და ფრინველებისთვის.

 

„პიროტექნიკის გამოყენება განსაკუთრებით საზიანოა ცხოველებისთვის. ისინი ერთნაირად სტრესულად აღიქვამენ ამ ხმაურს, მოულოდნელ აფეთქებებს, რამაც შეიძლება მაშინვე ან მოგვიანებით სხვადასხვა დაავადებაში იჩინოს თავი. აფეთქებების დროს ცხოველები იწყებენ ვოლიერში სირბილის. ამ დროს შეიძლება დაეჯახონ ბარიერს და დაიზიანონ სხეული, ან ერთმანეთი გადათელონ. წლების განმავლობაში ძალიან ცუდი გამოცდილება გვქონდა: შარშან დაიღუპა პატარა ანტილოპა გნუ, შარშან წინ - ორი ანტილოპა. ამიტომ გვინდა ვთხოვოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ზოოპარკის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს, რომ ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, რადგან ეს დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის“, - ამბობს თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშენიძე.

 

 

big_banner
არქივი