logo_geo
რატი ბრეგაძემ ახალი წლის დადგომა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა
- +

1 იანვარი. 2023. 12:07

 

 

იუსტიციის მინისტრმა ახალი წლის დადგომა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რატი ბრეგაძე ახალ წელს ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ბაზაზე შეხვდა.

 

„მინისტრმა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. მინისტრმა გამოხატა რწმენა, რომ ახალი 2023 წელი ჩვენი ქვეყნისათვის  მშვიდობის,  განვითარებისა და კეთილდღეობის წელი იქნება.

 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ახალი წელი N 8 პენიტენციური დაწესებულებისა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებსაც მიულოცა“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი