logo_geo
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართება
- +

4 იანვარი. 2023. 13:44

 

 

4 იანვარს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის  აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში  გალა-კონცერტი გაიმართება.

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობითა და ორგანიზებით, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის  აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართება.

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები. კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე.

 

როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს საღამო იქნება მოკრძალებული საჩუქარი მისი უწმინდესობისათვის.

 

გალა-კონცერტი 20:30 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველ არხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

 

 

big_banner
არქივი