logo_geo
ნინო ნადირაძე: არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად და არც სააკაშვილის შემთხვევაში გავცემთ
- +

5 იანვარი. 2023. 16:50

 

 

არც ერთხელ არ გაუცია კლინიკას რეკომენდაცია გასვლით სასამართლო პროცესებზე დასასწრებად (უამრავი პროცესი იყო ჩანიშნული მაისიდან დღემდე), არც გავცემთ, სანამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფება და ასე იყო ყველა პატიმარი პაციენტის შემთხვევაში, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე Facebook-ზე წერს.

 

იგივე ხალხი, ვინც კატეგორიულად გვთხოვდა, ასეთი რეკომენდაცია არ გაგვეცა, ახლა პირიქით, იგივე დაჟინებით ითხოვს საპირისპიროს. ყოველთვის ვიმოქმედებთ პაციენტების ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. პაციენტი აგრძელებს თერაპიულ დეპარტამენტში დაკვირვებას და მკურნალობას“, - წერს ნადირაძე.

 

 

big_banner
არქივი