logo_geo
კახა კალაძემ მშობლიურ ქალაქს შობა-ახალი წლის დადგომა საზეიმო კონცერტით მიულოცა და კიდევ ერთ ოჯახს სახლი აჩუქა
- +

5 იანვარი. 2023. 19:47

 

კახა კალაძემ ტრადიცია არც წელს დაარღვია და მშობლიურ ქალაქს შობა-ახალი წლის დადგომა საზეიმო კონცერტით მიულოცა.

მთავარი სიხარული ამირან ჭაფოძის ოჯახს ელოდა წინ. კონცერტზე მყოფ ჭაფოძეების ოჯახს კახა კალაძემ ქალაქ სამტრედიაში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე სახლი საჩუქრად გადასცა, რითაც მათი ოცწლიანი უსახლკარობა დასრულდა.

არ ვიცი ეს სიხარული როგორ გამოვხატო, ნამდვილი ახალი წელი დაუდგა ჩემს ოჯახს. სახლი 20 წლის წინ, სამკურნალოდ გავყიდეთ. ძალიან გვიჭირდა უსახლკარობა, ხან სად ვაფარებდით თავს, ხან - სად. მადლობა კახას ამხელა ბედნიერება რომ მოგვანიჭა,“- განაცხადა ამირან ჭაფოძემ.

საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც ადგილობრივების წინაშე წარსდგნენ „ღამის შოუს ბენდი“, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი მასტერი, მომღერალი სოფო ბედია და სხვა შემსრულებლები.

big_banner
არქივი