logo_geo
ბარბადოსის ხელისუფლება ბენედიქტ კამბერბეჩს მონათმფლობელი წინაპრების გამო სასამართლოში უჩივლებს
- +

6 იანვარი. 2023. 12:23

 

 

ბარბადოსის ხელისუფლება აპირებს, მოითხოვოს რეპარაციები ბრიტანელებისგან, რომელთა წინაპრებიც კუნძულზე კოლონიალური ეპოქის დროს მონათმფლობელები იყვნენ. The Daily Telegraph-ის ცნობით, პლანტატორების შთამომავალთა შორის შესაძლოა მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩიც აღმოჩნდეს.

 

1728 წელს მსახიობის წინაპარმა ბარბადოსის ჩრდილოეთ ნაწილში პლანტაცია „კლელენდი“ შეიძინა, რომელზეც 250 ფერადკანიანი მონა ცხოვრობდა. ქამბერბეჩის ოჯახი პლანტაციას 100 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა, ვიდრე 1833 წელს ბრიტანულ კოლონიებში მონობა გაუქმდებოდა. მაშინ ქამბერბეჩის წინაპრებმა მიიღეს კომპენსაცია, რომელიც დღეს მილიონი გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი იქნებოდა.

 

ეს პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა. ამ ისტორიის დიდ ნაწილს ნათელი მხოლოდ ახლა მოეფინება“, - აცხადებს ბარბადოსის რეპარაციების საკითხთა ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ კომისიონგი.

 

 

big_banner
არქივი