logo_geo
„რომეო და ჯულიეტას“ მსახიობები კინოკომპანია Paramount-ისგან 500 მილიონ დოლარს ითხოვენ
- +

6 იანვარი. 2023. 16:29

 

 

 

1968 წლის ფილმის „რომეო და ჯულიეტას“ მსახიობებმა, ლეონარდ უაითინგმა და ოლივია ჰასიმ კინოკომპანია Paramount Pictures-ს სექსუალური ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და თაღლითობის გამო სასამართლოში უჩივლეს. მსახიობების განცხადებით, რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ აიძულა მათ, სასიყვარულო სცენები შიშვლებს ეთამაშათ, მაშინ როდესაც წინასწარი შეთანხმებით, ამის გაკეთება არ მოუწევდათ.

 

72 წლის უაითინგი და 71 წლის ჰასი კინოკომპანიისგან 500 მილიონ დოლარს ითხოვენ. მათი განცხადებით, ეს თანხა შეიცავს როგორც მორალური ზიანის ანაზღაურებას, ასევე იმ შემოსავლებს, რომელიც ფილმმა ამ წლების განმავლობაში მიიღო.

 

მსახიობების თქმით, გადასაღებ მოედანზე ძეფირელიმ მათ უთხრა, რომ თუ შიშვლად გადაღებაზე უარს იტყოდნენ, ფილმის გადაღება ჩავარდებოდა, მათ მომავალ კარიერებს კი საფრთხე დაემუქრება.

 

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღების დროს უაითინგი 16 წლის, ჰასი კი 15 წლის იყო. Paramount-ში სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ფრანკო ძეფირელი 2019 წელს გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი