logo_geo
ლევილის მამულის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის კურატორი: ბარამაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ იქნება ობიექტური, რადგან ის მხარეა, კულტურის სისტემიდან გათავისუფლებულ ადამიანებს იცავს
- +

6 იანვარი. 2023. 21:26

 

გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოების მოტივებზე ლევილის მამულის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისპროექტის კურატორს ეჭვები უჩნდება. ნინო ჭიპაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ავტორმა სოციალურ ქსელში, მასალები საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად განათავსა.

„წლების წინ, ბევრჯერ მომიწია ლევილის მამულში სტუმრობამ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის ის ნივთები, რომლებიც წლების განმავლობაში შატოს მაცხოვრებლები გადასაყრელად იმეტებდნენ.

ბარამაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ იქნება ობიექტური, რადგან ის გახლავთ მხარე, ის იცავს კულტურის სისტემიდან გათავისუფლებულ ადამიანებს და დაპირისპირებული კულტურის სამინისტროსთან. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა, გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა“, - აცხადებს ლევილის მამულის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისპროექტის კურატორი.

ვახტანგ ბარამაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში ლევილში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ იქ ძველი არქივები ნადგურდებოდა, ადვოკატია, რომელიც სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანების უფლებებს იცავს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ ბარამაშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რაც გარკვეულ პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება.

ლევილის მმართველი საბჭოს წევრი, ტიერი ბერიშვილი ვახტანგ და თამარ ბარამაშვილების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

big_banner
არქივი