logo_geo
შალვა პაპუაშვილმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა
- +

7 იანვარი. 2023. 15:51

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

 

„სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს განსაკუთრებით ქვეყნის გარე,  ვულოცავ შობას, ვუსურვებ დღეგრძელობას, ვუსურვებ სიკეთეს, სიმშვიდეს, ოჯახში და ოჯახს გარეთ. ვისურვებდი, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა დაფიქრდეს იმაზე, რომ მთავარია ადამიანებმა სიკეთე დავთესოთ ამ ქვეყანაში; მთავარია, რომ ერთმანეთთან მიმართებაში, ადამიანი ადამიანთან იყოს მხოლოდ სიკეთით აღსავსე და ამ შემთხვევაში ჩვენშიც უფალი თავის სიტყვას გააღვიძებს და ეს იქნება საბოლოო ჯამში ჩვენს გულში უფლის დაბადება,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ალილოს მსვლელობისას მიღებული შემოწირულობა ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

 

ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე 22 წელია რაც გრძელდება. ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღინიშნება.

 

ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

 

 

big_banner
არქივი