logo_geo
„პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება“ - ლევან რატიანი ლიფტის ჩავარდნის გამო დაშავებულზე
- +

8 იანვარი. 2023. 11:20

 

 

ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობის შესახებ კომენტარი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გააკეთა.

 

„პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას“, - განუცხადა ლევან რატიანმა „ტვ პირველს“.

 

შეგახსენებთ, 7 იანვარს თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

 

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ერთი დაშავებული თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო დანარჩენი ორი ალადაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

 

 

big_banner
არქივი