logo_geo
მამუკა მდინარაძე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

15 იანვარი. 2023. 17:33

 

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კინომსახიობისა და მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ის იყო გამორჩეული ნიჭის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ბევრ თაობას ძალიან პოზიტიურად ახსოვს თავისი შემოქმედებით. ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

big_banner
არქივი