logo_geo
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
- +

19 იანვარი. 2023. 10:26

 

 

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს.

 

მართლმადიდებლებისთვის ის ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წყალკურთხევა, ანუ დიდი აიაზმა აღესრულება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

 

ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

 

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა.

 

big_banner
არქივი