logo_geo
ფონდი „ქართუ“ ლაგუნა ვერეს აუზის სივრცეს მუნიციპალიტეტს გადმოსცემს-კახა კალაძე
- +

20 იანვარი. 2023. 00:29

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ფონდი „ქართუ“ ლაგუნა ვერეს აუზის სივრცეს მუნიციპალიტეტს გადმოსცემს.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართუ“ ლაგუნა ვერეს მომიჯნავედ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. ამ დრომდე, მისსავე საკუთრებაში იყო თავად ლაგუნა ვერეც.

 

ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა", – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

 

კალაძე დასძენს, რომ მერია მშენებლობასთან მიმართებით „თანმიმდევრულად მიყვება ყველაფერს“.

 

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.

 

დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69-ია”, რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

 

 

big_banner
არქივი