logo_geo
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია თავდაცვის სფეროში მაღალტექნოლოგიური სისტემების მწარმოებელი თურქული კომპანიების საქმიანობას გაეცნო
- +

20 იანვარი. 2023. 11:40

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ანკარაში ოფიციალური ვიზიტი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმის გვირგვინით შემკობით დაიწყო.

 

ვიზიტის პირველ დღეს, ქართველი კანონმდებლები თურქული სამხედრო მრეწველობის, თავდაცვის სფეროში მაღალტექნოლოგიური სისტემების მწარმოებელ წამყვან კომპანიებს, TAI-ს და HAVELSAN-ს სტუმრობდნენ. დეპუტატები გაეცნენ კომპანიების საქმიანობას, მათ მიერ წარმოებულ სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების პროდუქციას, მის მახასიათებლებს, დაათვალიერეს სხვადასხვა სახის შეიარაღება, მათ შორის ახალი თაობის პლატფორმები და სისტემები. ქართველი კანონმდებლები, თურქული კომპანიების ხელმძღვანელობას, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრნენ.

 

ქართველი კანონმდებლები თავდაცვის, დაზვერვისა და თავდაცვის, ასევე შინაგან საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს და წევრებს შეხვდებიან. დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან არიან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ოპოზიციიდან კი კომიტეტის წევრები - ალექსანდრე ელისაშვილი და ჰერმან საბო.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი