logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში ტარგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც ამავე დროს ამდენი ადამიანის ტრაგედიაა
- +

21 იანვარი. 2023. 17:15

 

 

მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში ტარგედიისას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აბსურდული მოვლენაა, რომელიც ამავე დროს არის ტრაგედია და ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

„ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც არის ამავე დროს ტრაგედია ამდენი ადამიანის და ვიცით, რომ ამ ტიპის ტრაგედიები დღეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია საშინელი მოვლენები არის. მე იმედი მქონდა, რომ საქრთველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამისი მოწმეც გავხდით და მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და პირველ რიგში იმ პოლიციელის ოჯახს, რომელმაც გამოიჩინა მამაცობა, რათა ადამიანი გადაერჩინა და ეს ნამდვილად არის იმედისმომცემი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

 

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

 

big_banner
არქივი