logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ
- +

28 იანვარი. 2023. 16:33

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.

 

იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლა იყო. შედეგად, მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.

 

 

big_banner
არქივი