logo_geo
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კმ-ში დაფიქსირდა
- +

8 ივნისი. 2017. 00:57



დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში.


თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით - 22კმ. სოფელი ქვემო ბოდბედან - 15კმ.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  სტიქიას ნგრევა არ მოჰყოლია. მიწისძვრასთან დაკავშირებით, 112-ში გამოძახება არ დაფიქსირებულა. საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.


 

 

 

big_banner
არქივი