logo_geo
Instagram-ის შემქმნელები ახალ საინფორმაციო სოცქსელზე მუშაობენ
- +

1 თებერვალი. 2023. 17:04

 

 

Instagram-ის შემქმნელები კევინ სისტრომი და მაიკ კრიგერი ახალ სოციალურ ქსელზე მუშაობენ, რომელიც მომხმარებლებისთვის პერსონალიზებულ საინფორმაციო „ფიდს“ შეადგენს. ამის შესახებ Platformer წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სერვისს Artifact ერქმევა. ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელთა ინტერესებს შეისწავლის და რეკომენდაციებს შესთავაზებს, ანუ TikTok-ის პრინციპით იმუშავებს.

 

Artifact-ში მსოფლიოს უმსხვილესი მედიასაშუალებების სტატიები და ახალი ამბები გამოქვეყნდება, ისევე როგორც ჩანაწერები გარკვეული თემატიკის ბლოგებიდან, რომლებიც მომხმარებელს მოსწონს. ამასთან, მომხმარებელი საკუთარი მასალების გაზიარებას და პუბლიკაციების ერთმანეთთან განხილვას შეძლებენ. ახლა Artifact ბეტა-ტესტირების ეტაპზეა.

 

სისტრომმა და კიგერმა Instagram 2010 წელს შექმნეს. 2018 წელს, როდესაც აპლიკაცია უკვე Facebook -ის საკუთრებაში იყო, მათ კომპანია ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვეს.

 

 

big_banner
არქივი